მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი დასაქმებას უცხოეთში დაგვპირდა, სალომე ზურაბიშვილი საქმეს ისრაელში გვიწყობს

ბიძინა ივანიშვილი დასაქმებას უცხოეთში დაგვპირდა, სალომე ზურაბიშვილი საქმეს ისრაელში გვიწყობს

Published on

..ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია. საქართველოსთან „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება კი, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში“,- აღნიშნა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან  რუვენ რივლინთან შეხვედრის ერთერთი მთავარი საკითხის კომენტირებისას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია. რომ შეხვედრა იერუსალიმში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილეობის მიზნით შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს საქართველოდან არალეგალური ნაკადის შემცირებას.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზად არის, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში. ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია. საქართველოსთან „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება კი, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში“,- აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.

სიახლეები

“აზოვმა” გარდატეხა შეიტანა ოკუპანტთა გარღვევაში, 600 ოკუპანტი “გრუზ 200″-ად იქცა…”

ბესიკ ლაგვილავა “აზოვის” შესახებ წერს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს აღტაცებას ყოფილი პოლკის, ამჯერად კი...

ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ორშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს და აშშ-ის...

“პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ…” – პუტინმა გუნბას დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას დაბადების დღე მიულოცა....

ტრამპი-პუტინის შეხვედრის საერთაშორისო ექო – რას ველოდით და რა გამოვიდა

ამერიკელი კომენტატორების საწყისი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ალასკაში –...