მთავარიUncategorizedფარცხალაძის ბოტასები, შოთაძის მეორედ მოსვლა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება პროკურატურასთან მიმდინარე...

ფარცხალაძის ბოტასები, შოთაძის მეორედ მოსვლა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე

Published on

გენერალურ პროკურატურასთან სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი შოთაძის გენპროკურორად შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს დ- მათ უწყებასთან სიმბოლურად, ბოტასები მიიტანეს და პროკურატურის ეზოში გადაყარეს.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ უწყებაში შოთაძის დაბრუნება ფარცხალაძის დაბრუნებას ნიშნავს და საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას.

,,ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას”, – განაცხადა კუპრავამ.

პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრისას ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძის დაკავების მცდელობას შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...