მთავარისიახლეებიმსოფლიო,,გადავწყვიტე მოგცეთ შანსი'' - ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრ გონჩარუკის...

,,გადავწყვიტე მოგცეთ შანსი” – ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრ გონჩარუკის მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრ ალექსეი გონჩარუკის მოთხოვნა  თანამდებობის დატოვების შესახებ.

ზელენსკის განცხადებით, მან გადაწყვიტა, გონჩარუკისა და მისი მთავრობისთვის “შანსი მიეცა”, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. უკრაინული გამოცემა UNIAN ზელენსკის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ გონჩარუკთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

“გადავწყვიტე, თქვენ და თქვენს მთავრობას მოგცეთ შანსი, თუკი თქვენ გადაჭრით რამდენიმე საკითხს, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და აწუხებს ჩვენს საზოგადოებას,” – თქვა ზელენსკიმ. 

კერძოდ, უკრაინის მთავრობამ პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს ახალი კონცეფცია სამინისტროების, უწყებებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ხელფასთან დაკავშირებით. 

“ეს უნდა იყოს ნორმალური სახელფასო ანაზღაურება. ჩვენ გვესმის, რომ ისინი ძალიან სერიოზული სპეციალისტები არიან, თუმცა მე მინდა, რომ თქვენთან და მინისტრებთან შევთანხმდე, რომ ასეთი სახელფასო ანაზღაურება შეიძლება იყოს უკრაინაში ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენი ქვეყანაა. როდესაც თქვენ და თქვენი მთავრობა აწევთ ეკონომიკას, მერე უკვე შესაძლებელი იქნება ასეთი სახელფასო ანაზღაურება,”- უთხრა ზელენსკიმ პრემიერმინისტრს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამშვიდობება მოუწევთ იმ მინისტრებთან, რომლებიც არ დათანხმდებიან ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სახელფასო ანაზღაურებას. 

“სახელფასო ანაზღაურება უნდა იყოს ნორმალური, ისეთი, როგორითაც შეიძლება, ნორმალურად ცხოვრება და ის უნდა შეესაბამებოდეს თანამდებობის პირის სტატუსს,”- თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრემიერმინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ზელენსკის სახელზე 17 იანვარს დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ მან Facebook-ზე გაავრცელა. 

“იმისათვის, რომ განვაქარწყლოთ ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტისადმი ჩვენი პატივისცემისა და ნდობის თაობაზე, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ და გადავეცი პრეზიდენტს,”- დაწერა გონჩარუკმა. 

მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოციალურ ქსელებში ფარული აუდიო-ჩანაწერის გავრცელება, რომელშიც სავარაუდოდ, გონჩარუკი ზელენსკის სულელს უწოდებს და ამბობს, რომ მას ეკონომიკური პროცესების ძალიან პრიმიტული გაგება აქვს და რომ მის თავში ცარიელი ადგილი და ნისლია. 

უკრაინის მთავრობა ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...