ზუგდიდის “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” უფროსი ზვიად ქარჩავა ახალრეაბილიტურებულ ბარღში ბოლო პერიოდში მომხდარ ვანდალურ აქტებს ეხმაურება და თავის პირად ფეისბუქგვერდზე განაცხადებას ავრცელებს.
,,ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში დიდი ხანი ველოდით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას. როგორც იქნა შედგა პროექტი. 2წლის მანძილზე ბევრი კორექტირება განიცადა პროექტმა . იყო ბევრი მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, კომპრომისები, არ დათმობები, საბოლოოდ მივიღეთ შედეგი ის რაც გვაქვს. კიდევ ბერია გასაკეთებელი და დიდი შრომაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად როგორც ინტელექტუალური ასევე ფიზიკური.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მზად არის მიიღოს ნებისმიერი კომპეტენტური წინადადება რაც ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებას და განვითარებას შეუწყობს ხელს.
არანაირი ფიზიკური დაცვა , კამერა და პოლიცია არ უშველის თუ სამოქალაქო აქტივობა და მხარდაჭერა არ ექნება ბოტანიკურ ბაღს. ყველა ერთად დავდგეთ და მოვინდომოთ რათა მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ის რაც დღემდე შემოგვრჩა. ნუ ვიქნებით გულგრილები ვანდალიზმის მიმართ! მხოლოდ ჩასაფრებით შედეგი არ დადგება! ერთად მოვუაროთ ბოტანიკურ ბაღს!” – წერს ზვიად ქარჩავა