მთავარისიახლეებიმსოფლიო„ვითხოვ, რომ ორ კვირაში, რაც შეიძლება მალე დადგინდეს, ვინ აწარმოებდა პრემიერ-მინისტრის ...

„ვითხოვ, რომ ორ კვირაში, რაც შეიძლება მალე დადგინდეს, ვინ აწარმოებდა პრემიერ-მინისტრის საუბრის ჩაწერას“- უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრის მოსმენაში ეჭვმიტანილების დასადგენად ორკვირიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი.

„ვითხოვ, რომ ორ კვირაში, რაც შეიძლება მალე მივიღოთ ინფორმაცია, ვინ აწარმოებს ჩაწერას“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე გასცა განკარგულება, რათა ორი კვირის ვადაში შემუშავდეს ზომები, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც უკრაინის პრემიერ-მინისტრის ხმით მოსაუბრე ადამიანი აცხადებს, რომ „ის ეკონომიკაში ვერ ერკვევა და ასევე პრეზიდენტიც ეკონომიკურ საკითხებში არაკომპეტენტურია“.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა, პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...