მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი: ირანის სარაკეტო იერიშის დროს 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

პენტაგონი: ირანის სარაკეტო იერიშის დროს 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

Published on

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის სარაკეტო იერიშის დროს 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის წარმომადგენლის, ბილ ურბანის განცხადებით, რამდენიმე ჯარისკაცმა ტვინის შერყევა მიიღო. დაშავებული სამხედროები გერმანიასა და ქუვეითში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გაგზავნეს, საიდანაც ისინი კვლავ ერაყში დაბრუნდებიან.ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...