მთავარისიახლეებიეკონომიკაჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად'' დასახელდ

ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდ

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკული ქვეყნების საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე „MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა . უწყების თანახმად, გამოფენაში 86 ქვეყნის 22 500 ტურიზმის პროფესიონალი იყო ჩართული, გამოფენას კი 80 000 ვიზიტორი ესწრებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გამოფენაში მესამე წელია მონაწილეობს. საქართველოს საპრეზენტაციო სტენდზე წელს 9 კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი: კერძოდ,აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს “აჭარა-ტური”, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მარტო ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც. საქართველოში ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17, 7 % – ითაა გაზრდილი.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...