მთავარისიახლეებისაზოგადოება,,როცა ეიფორია დამთავრდება, ყველა მიხვდება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გმირი არ არის'' -...

,,როცა ეიფორია დამთავრდება, ყველა მიხვდება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გმირი არ არის” – ერეკლე კუხიანიძე არ ისვენებს

Published on

როცა ეიფორია დამთავრდება, ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და ყველა მიხვდება, რომ გმირი არ არის, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუხიანიძემ აღნიშნა, მას ჯერ კიდევ სურს გაფრინდაშვილთან შეხვედრა.

„მე მინდოდა მასთან შეხვედრა იმიტომ, რომ მქონდა გარკვეული მოსაზრებები. ვიცი, რომ ეს ადამიანი ცოტა ხნის შემდეგ, როცა ეიფორია დამთავრდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ყველა მიხვდება, რომ ის გმირი არ არის და არის ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა სერიოზული სისუსტე”, – აღნიშნა კუხიანიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა გმირობა, როცა აფხაზეთზე და ოსეთზე ამბობ, რომ საქართველოა, კუხიანიძემ განაცხადა, “როცა ერთს ამბობს და ბოლოს ბოდიშს იხდის, ეს არ მინდოდა მეთქვაო, ეს არ არის გმირობა“.

„თხოვა მან შეწყალება ბიბილოვს. პრეზიდენტისადმი ეს მიმართვა, ნიშნავს, რომ აღიარებ მის ძალაუფლებას”, – აღნიშნა კუხიანიძემ.

მისივე თქმით, მან არაერთხელ სცადა გაფრინდაშვილთან გასაუბრება.

„ერთადერთი მისთვის სასარგებლო წინადადებებით მინდოდა შეხვედრა და ეს წინადადება შევეცადე გამეგზავნა მისი მეუღლისთვის „ფეისბუქში” და არ გახსნა, მერე მისი კლასელების, მეუფეს საშუალებით გავუგზავნე, თუ როგორ ვხედავდი სიტუაციას და თუ ეს ემთხვეოდა მის აზრს, სრულიად უმტკივნეულოდ მოხდებოდა შეხვედრა.

თუკი მოხდება შეხვედრა, მას ვეტყვი ჩემ აზრს, მე რას ვთავაზობ. დანარჩენზე თვითონ იფიქროს“, – განაცხადა კუხიანიძემ.

მისივე თქმით, „რასაც აკეთებდა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს კურსს”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...