მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI - ის კვლევის შედეგებით აფორიაქებული მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დარუნებისთვის...

NDI – ის კვლევის შედეგებით აფორიაქებული მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დარუნებისთვის თადარიგს იჭერს

Published on

,, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ერთადერთი შანსი აქვს – მოხვდეს აბსოლუტურად განსხვავებულ ციხეში, ვიდრე ჰქონდა მას, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ   ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გამტყუნებული დამნაშავეა და შეუძლია, ჩამოსვლის შემთხვევაში, ციხეში ჩაჯდეს.

„სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ერთადერთი შანსი აქვს – მოხვდეს აბსოლუტურად განსხვავებულ ციხეში, ვიდრე ჰქონდა მას. ციხეში არავინ შეზღუდავს მის უფლებებს, არავინ აწამებს. მისი, როგორც პატიმრის უფლებები ზედმიწევნით იქნება დაცული და ვერანაირ პრეტენზიას ვერ განაცხადებს, როდესაც ქართულ ციხეში მოხვდება. ის არის მსჯავრდებული, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გამტყუნებული. შეუძლია ჩამოვიდეს და ჩაჯდეს ციხეში,”- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას.  თქმით, ოპოზიცია ბოლოს მაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან” მიდის, იმის მიუხედავად, რომ მისგან დისტანცირებას ცდილობს.

მისი თქმით, „ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ოპოზიციის უდიდესი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, თუმცა წავლენ, წამოვლენ და მაინც იქ მიდიან ხოლმე ბოლოს. ამის დასტურია ის, რომ ისინი კვლავ მიხეილ სააკაშვილთან არიან, რომელმაც ორი დღის წინ აღიარა, რომ 20 ივნისს ხელისუფლების დამხობის მცდელობას მისი ხელმძღვნელობით ჰქონდა ადგილი,”- განაცხადა მდინარაძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....