მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა - ოპოზიცია NDI-ს კვლევას ეხმაურება

ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა – ოპოზიცია NDI-ს კვლევას ეხმაურება

Published on

,,კვლევა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა.” ,, ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას”. ,, ეს აკატასტროფაა “ოცნებისთვის”, ყველა საკვანძო საკითხში ანტირეკორდი მოხსნეს.” ,, გაგრძელდება პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა, ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის ”- ასე გამოეხმაურა ოპოზიცია NDI-ს კვლევას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი: ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება საქართველოს ამომრჩევლებს შორის სწორედ ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი აღარ აპირებს, ბიძინა ივანიშვილს დაუტოვოს საკუთარი სახელმწიფო სამართავად. მისი უკანასკნელი პროექტი, დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არის ასევე ლიდერი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი კრახით დასრულდა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე: ეს არის ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის დიაგნოზი. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. გაუარესდა ყველა მაჩვენებელი, რისი გაუარესებაც შეიძლებოდა. ნეგატიურ რეიტინგში ივანიშვილი არის რეკორდსმენი. ქართული ოცნების აი ეს მმართველობის ჩავარდნილი მაჩვენებელი, ამავე დროს ძალიან აზიანებს ქვეყანას. არავის სჯერა რომ ქვეყანა, ეკონომიკა სწორი მიმართულებით განვითარდეს”ასე აფასებს NDI-ის კვლევას.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა: “უკიდურესი ბრიყვი უნდა იყო, როდესაც სარკეში ჩაიხედავ და შენი სახე არ მოგეწონება, სარკეს დაუწყო მტვრევა, საკუთარ თავში უნდა იპოვო პრობლემები და არა სარკე ამტვრიო. ასე მოსდის ქართულ ოცნებას უკვე მე-7 წელია, ისინი ლანძღავენ ხან NDI-ის, ხან IRI-ის და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მათ მრუდე სახეს აჩვენებს სარკეში. კვლევის შინაარსი კატასტროფაა ქართული ოცნებისთვის, ყველა საკვანძო საკითხში ქართულმა ოცნებამ მოხსნა ანტირეკორდი.

ამ კვლევის მიხედვით ქართულ ოცნებას ზრდის პერსპექტივა არა აქვს –  ნეგატიურისკენ მიდის ქვეყნის განვითარება, რომელიც როგორც წესი ემთხვევა ხოლმე მმართველი პარტიის რეიტინგს.  ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ქართულ ოცნებას, რომ პოზიტიური ძვრისკენ წაიყვანოს, ეს თითქმის შეუძლებელია, იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებმა შეიყვანეს ქვეყანა. ”

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია: “ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის. უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, პირველ რიგში და მთელი ოპოზიციის, საზოგადოების, რომ ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე. ქართული ოცნების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა და საერთაშორისო ზეწოლა კვლავ გაგრძელდება, თუ მმართველი ძალა უარს იტყვის დანაპირების შესრულებაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით,

“ივანიშვილისთვის პერსონალურად და მთელი მისი კლოუნების არმიისთვის ჯობია, რომ დროზე მოეგონ გონს და ის შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენეს, უკან წაიღონ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

თუ ასე არ მოხდება, მაინც განწირულია, ნებისმიერი სისტემის პირობებში. ამას დასჭირდება კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში. მაჟორიტარულ ოლქებში, უმრავლეს შემთხვევაში, ერთი კანდიდატის წარდგენა, არანაირი მეორე ტურები ბევრი არ იქნება, იქნება ის, რაც პირველ ტურში მოხდა ზურაბიშვილის [2018 წლის საპრეზიდენტო] არჩევნებში.”

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...