მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შესაძლოა სერგეი ლავროვი თბილისში არ ჩამოვიდეს, თუკი რუსეთის ხელისუფლება გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებს''...

,,შესაძლოა სერგეი ლავროვი თბილისში არ ჩამოვიდეს, თუკი რუსეთის ხელისუფლება გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებს” – ნიკა ჩიტაძე

Published on

“გამოცემა “კომერსანტის” ცნობით, ლავროვის მაისის მეორე ნახევრის სამუშაო გრაფიკი ჯერ დეტალურად გაწერილი არ არის და ნაადრევია იმის თქმა, აპირებს თუ არა იგი საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა შეხვედრაზე ჩასვლას. “კომერსანტს” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განუცხადეს, რომ ამჟამად მაისის პირველ ნახევარში II მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიან ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომელსაც დიდი რაოდენობით საერთაშორისო დელეგაციები დაესწრებიან და რუსული დიპლომატიის ყურადღება ამ მოვლენებზეა კონცენტრირებული.

“კომერსანტი” თბილისში არსებულ მის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროსაბჭოს სამდივნომ საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიები მოსთხოვა, რომ თბილისში მინისტრების შეხვედრაზე “რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიურპრიზები” არ წარმოიქმნას.

საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ შესაძლოა სერგეი ლავროვი არ ჩამოვიდეს, რადგან რუსეთის ხელისუფლება გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებს. “მისი ჩამოსვლა საქართველოს იმიჯს დააზარალებს, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელია. რომ ეს ვიზიტი არ გაიმართოს. თუ ამხანაგი ლავროვი საქართველოში არ ჩამოვა, ჩემი აზრით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნაკლებად დაზარალდება”, – დასძენს გამოცემა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არ ჩამოვა, ბოლომდე დამაჯერებელი არაა. ეს ინფორმაცია ბოლომდე არაა დამაჯერებელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულწილად საფუძველი მაქვს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას დავეფუძნო”, – განაცხადაქადთველმა ექსპერტმა ელია კიდეც რომ არ ჩამოვიდეს. ისინი გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებენ, რუსეთშიც ამის შესაძლებლობა არსებობს და ძალიან კარგია, თუ არ ჩამოვა, იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში კვლავ დაძაბულობა შეიქმნება და მგონია, რომ ეს არავის არ აწყობს,” – განაცხადა ჩიტაძემ. მისივე თქმით, წერს სტატიის ავტორი.

15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმსაპინძლებს, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. ამ შეხვედრის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი კრიტიკით შეხვდა, თუმცა რუსული მედია წერს, რომ ლავროვის თბილისში ვიზიტის შანსები მცირეა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“, სტატიაში სათაურით, ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია – რუსული მედია

სიახლეები

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულის...

სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი...

12 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში...