მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის შეზღუდვა და ნარკოპოლიტიკა - დიდი შავი ლაქა ბიძინა...

,,სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის შეზღუდვა და ნარკოპოლიტიკა – დიდი შავი ლაქა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე” – ოპოზიცია Human Rights Watch-ის ანგარიშის შესახებ

Published on

ოპოზიცია ეხმაურება Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშს , სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული. მათ შორის არის სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის თავისუფლება და ანტინარკოტიკული პოლიტიკა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ,, ეს ანგარიში არის დიდი შავი ლაქა ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე . ეს ანგარიში აისახება შემდგომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, სხვა ძალიან მნიშვნელოვან შეფასებებში და კიდევ ერთხელ ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე.

ამ ძალიან გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უარყოფითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, რაც ისედაც ცნობილი იყო ჩვენთვის მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ცუდად მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე ის რასაც აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში. – ამბობს ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგი კაპანაძე – ცალკე აღსანიშნავია, რომ HRW საუბრობს თუ როგორ მიმდინარეობდა შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მიმდინარეობდა შეტევა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, შემდეგ ტვ.პირველის წინააღმდეგ. ასევე ტვ.მთავარის დამფუძნებლის წინააღმდეგ. ასე რომ ეს ჯამში იწვევს მედია პლურალიზმის გაუარესებას.

სიახლეები

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულის...

სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი...

12 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში...