მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის მთავრობა გადადგა. სამთავრობო ცვლილებებიპუტინის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს...

რუსეთის მთავრობა გადადგა. სამთავრობო ცვლილებებიპუტინის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება

Published on

რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობაში გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

„ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა მხოლოდ ერთ პუნქტში, არამედ ხელისუფლების სრულ ბალანსში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.

„ამ პირობებში, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბანისად მთავრობის მოქმედი შემადგენლობა გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.

თავის მხრივ, პუტინმა მთავრობას სთხოვა, სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები ახალი კაბინეტის შექმნამდე. ამავე დროს მან დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.

პუტინმა აღნიშნული თანამდებობის შექმნაზე დღეს, ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.

პუტინმა დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დააანონსა. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს უფლება დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.

ცვლილებები ლეგალურად აძლევს პუტინს უფლებას ნებისმიერ საერთაშორისო ვალდებულებაზე, უცებ აღმოაჩინოს და თქვას, რომ მათ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ამიტომ ვერ შესრულდება.

ამრიგად, რუსეთის კონსტიტუციას ენიჭება უპირატესი უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შედარებით. ანუ, ეს ნიშნავს, რომ თუკი საერთაშორისო ხელშეკრულება „აღმოჩნდება“ ან ვინმე აღმოაჩენს, რომ თურმე ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს, ეს საერთაშორისო ვალდებულება შეიძლება, არ შესრულდეს. რუსეთი ყოველთვის გაიმართლებს ამით თავს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

ქაფთველი ექსპერტების თქმით, საპრეზიდენტოდან საპარლამენტოზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს ძლიერ პრემიერ-მინისტრს და პუტინს აძლევს კიდევ ერთ შანსსლეგალურად დარჩეს ხელისუფლებაში.

,, არ მგონია, რომ ამ წუთას ჩვენთვის განსაკუთრებით იცვლებოდეს რაიმე, იმიტომ რომ ვერ გეტყვით იმას, რომ რუსეთში მოსალოდნელია დემოკრატიული ცვლილებები რეალურად განხორციელდეს,“ – ამბობსდექსპერტი გიორგი ფხალაძე

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...