მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ბოდიში, რომ 13 წლის განმავლობაში გატყუებდით '' - ირანის სახელმწიფო მედიის ჟურნალისტებმა...

,,ბოდიში, რომ 13 წლის განმავლობაში გატყუებდით ” – ირანის სახელმწიფო მედიის ჟურნალისტებმა სამუშაო დატოვეს

Published on

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მინიმუმ ორმა ჟურნალისტმა, რომლებიც ირანულ სახელმწიფო მედიაში მუშაობდნენ სამსახური დატოვეს. მათგან ერთ-ერთმა მაყურებლებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რო 13 წლის მანძილზე სიმართლეს არ ეუბნებოდა.

ჟურნალისტმა გელარე ჯაბბარმა Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: “ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩვენი ხალხი დაიღუპა. მაპატიეთ, რომ ეს გვიან გავიგე და ბოდიში, რომ 13 წლის განმავლობაში ტყუილებს გეუბნებოდით”.

The Guardian წერს, რომ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ზარა ხათამმა დატოვა IRIB და თქვა: “მადლობა, რომ ამ დროის განმავლობაში მიყურებდით, როგორც წამყვას. მე აღარასდროს დავბრუნდები ტელევიზიაში. ბოდიში”.

ირანის ჟურნალისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ქვეყანა “საჯარო ნდობის დაკრძალვის” მოწმეა. მათი თქმით, ეს ზიანს აყენებს ირანის მედიის საერთაშორისო რეპუტაციას.

“ყველაზე ხმამაღლა ვიტყუებით მაშინ, როცა საკუთარ თავს ვატყუებთ და ირანის სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები მიხვდნენ, რომ მათი დამაჯერებლობა დაიკარგა”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც FOX NEWS ავრცელებს.

BBC რადიოსთან საუბრისას ირანის სახელმწიფო მედიის პრესკომენტატორმა თქვა, რომ მთავრობამ ნდობა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ტყუილების გავრცელების გამო დაკარგა, ხალხს კი მეტი თავისუფლება სურს.

“მილიონობით და მილიონობით ადამიანი გაიყვანა ქუჩაში გენერალი ყასამ სოლეიმანის მკვლელობამ, ეს იყო ერთიანობის იშვიათი მომენტი, მაგრამ IRGC-მ “ააფეთქა” ის. როგორც ჟურნალისტმა, თქვენ უნდა შეძლოთ ღამით დაძინება. მე ვერასდროს დავშორდები სიმართლეს, ეს არის დიადი ერი. მან დაუშვა ბევრი შეცდომა, რაც მიუღებელია. თუ ირანმა ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი, მე არ მაქვს სხვა არჩევანი, რომ ის გავამართლო”, — თქვა ჟურნალისტმა.

ჟურნალისტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანის სახელმწიფომ თქვა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ძალების წევრებმა.

.

ა.

სიახლეები

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულის...

სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი...

12 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში...