მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა გურულების მირთმეულ ლობიოსა და პრასზე უარი თქვა, მაგრამ ქართული დროშის...

სალომე ზურაბიშვილმა გურულების მირთმეულ ლობიოსა და პრასზე უარი თქვა, მაგრამ ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში ჩაატარა

Published on

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.

ჩვენი სახელმწიფო დროშის ქვეშ ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი საქმე კეთდება. ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი. ჩვენ გავდივართ უცხოეთში და ვართ ცნობილები ამ დროშით. პატივს გვცემენ ამ დროშის ქვეშ. ამ დროშის ქვეშ ჩვენი სპორტსმენები იმარჯვებენ. ძალიან ბევრი მედლებით დაბრუნდნენ და ძალიან ბევრჯერ აღიმართა უცხოეთში და დარწმუნებული ვარ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც ძალიან ხშირად აღიმართება.

მე მინდა ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არ არის რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა. ქვეყნის პატივისცემა და იმ ღირებულებების და ფასეულობების, რომლითაც მოდის ეს ქვეყანა. პირველ რიგში, ეს არის ერთიანობის სიმბოლო და ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, რომ გავერთიანდეთ ჯერ ჩვენ საქართველოში, ჩვენ შორის საზოგადოებაში რომ გავერთიანდეთ. რამდენი საუკუნეა, ძალიან ბევრი გმირი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ და შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის ერთიანი დროშა რეალურად ჩვენი ისტორიისა და ჩვენ რომ ვიყოთ ამისი ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით და არც ამ ქვეყნის”

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...