მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: სახელმწიფომ ნახევარ მილიონად დააფინანსა ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი, ანაკლიას კი...

მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფომ ნახევარ მილიონად დააფინანსა ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი, ანაკლიას კი იგივე თანხაზე უარი უთხრა – ივანიშვილს მთელი ვექტორი რუსეთისკენ მიჰყავს

Published on

ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის დადგმულ შოუზე სასამართლოში, – ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სადაც მან ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი შეადარა ერთმანეთს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი.

„ჩვენ თითქმის ყოველდღე გვიწევს სასამართლოში მოსვლა. ყოველი სასამართლოს წინ კი ჩვენს ხედვებს, გეგმებსა და იმ პრობლემების ანალიზს შემოგთავაზებთ, რაც ქვეყანაშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ქვეყნისთვის: აქ შეიქმნებოდა 10 წელიწადში 35 ათასი სამუშაო ადგილი. შემოვიდოდა 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 3 მილიარდი განზრახულებათა ოქმი გვქონდა აზიის განვითარების ფონდიდან. ანაკლია გახდებოდა კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ჩვენ გავხდებოდით ტვირთების გადამანაწილებელი მთელ მსოფლიოში, მთელ რეგიონში, ჩინეთის ჩათვლით. არ გამოიჩინა სახელმწიფომ ნება და არ მოგვცა 50 მილიონის გარანტია, ამ დროს, სახელმწიფომ დააფინანსა ნახევარ მილიონად ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი. ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნახევარ მილიონს იღებს მაშინ, რომ ანაკლიისთვის 50 მილიონის გაღება არ სურდათ,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ.

„ეს არის პოლიტიკა, რომ ფული ჩადოს იმ პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის და არც ეკონომიკურ აღმავლობას ქმნის, უბრალოდ ეს არის ინტერესი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის. მე არცერთი გზის წინააღმდეგი არ ვარ, არანაირი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ, როცა ქვეყანა იცვლის პრიორიტეტს, როცა ქვეყანა შლის უზარმაზარ პროექტს,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

სიახლეები

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...