მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა

ფოთში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა

Published on

ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით ქმარმა მიაყენა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც თვითონ აღწერს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის, დანარჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში”, – განუცხადა ჟურნალუსტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...