მთავარისიახლეებისაზოგადოება16 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

16 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

Published on

13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5 +10 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 14 იანვარს გამოიდარებს და 18 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 16-17 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

14-15 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვარს მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. 16 იანვარს კი ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია, შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...