მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბა სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას გაასაჩივრებს

რაულ ხაჯიმბა სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას გაასაჩივრებს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ის აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფაზეთში ორი დღის მანძილზე ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა. მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...