მთავარისიახლეებისამართალისტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილების საქმის განხილვა დაიწყო

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილების საქმის განხილვა დაიწყო

Published on

“მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” – აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწყო.

EMC-ის ინფორმაციით, შესაბამისი შეტყობინება მათ, როგორც მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველებმა ევროსასამართლოსგან ოფიციალურად მიიღეს. საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად საქართველოს მთავრობას ვადა 31 მარტამდე აქვს.

მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას აპროტესტებენ – მათ შორის არის სიცოცხლის უფლება და არაადამიანური მოპყრობა.

მათი მტკიცებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის თქმით, პოზიციის გაცნობის შემდგომ, მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს მათ პასუხი 6 კვირის განმავლობაში უნდა გასცენ.

“სახელმწიფოს ეძლევა 12-კვირიანი ვადა ისევ და ისევ იმისთვის, რომ თავისი პოზიცია წარმოადგინოს, წარმოადგინოს ასევე შესაბამისი საქმის მასალები და გასცეს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს პასუხი.

ამისთვის საბოლოო ვადა განსაზღვრულია 31 მარტი და როდესაც გავეცნობით ამ პოზიციას, ჩვენ უკვე გვექნება დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში შესაძლებლობა, რომ პასუხი გავცეთ მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს,” – განმარტა EMC-ის იურისტმა თამარ სამხარაძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....