მთავარისიახლეებიმსოფლიოსაერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო

Published on

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო.

“დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით გაცილებით უფრო დატვირთულია 9 იანვრის დილის საათებში, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს,” – წერია პორტალ Flightradar24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუკაზე ჩანს, რომ თვითმფრინავები ევროპული მიმართულებით ფრენისას აქტიურად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცესაც.

ახლო აღმოსავლეთში მოვლენების ესკალაციის გამო, ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, მათ შორის არიან Lufthansa, Air France, Singapore Airlines და Qantas Airways.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...