მთავარისიახლეებიმსოფლიოპრინცი ჰარი და მეგან მარკლი მაღალი რანგის სამეფო სტატუსზე უარს აცხადებენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მაღალი რანგის სამეფო სტატუსზე უარს აცხადებენ

Published on

ბუკინგემის სასახლის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აცხადებენ, რომ “აპირებენ სამეფო ოჯახის “წოდებით ზემდგომ” წევრობაზე უარი თქვან და იმუშაონ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ”.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ მათ სურთ “ამ ინსტიტუციის შიგნით ახალი პროგრესული როლი შექმნან”

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმის გადაწყვეტილება მათ “მრავალთვიანი დაფიქრებისა და შიდა განხილვების შემდეგ მიიღეს”.

“ჩვენ გვინდა უარი ვთქვათ სამეფო ოჯახის “წოდებით ზემდგომ” წევრობაზე და ვიმუშაოთ, რათა დამოუკიდებლები გავხდეთ, ამავდროულად კი გავაგრძელებთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის მხარდაჭერას”, — წერია განცხადებაში.

“ბოლო წლებში თქვენი მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოვახერხეთ”, – აცხადებენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი.

მათი თქმით, ისინი გეგმავენ, რომ დრო თანაბრად გაატარონ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ამასთანავე კი გააგრძელებენ “დედოფლისა და ინგლისის სახელმწიფოს პატივისცემას”.

“ეს გეოგრაფიული წონასწორობა საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ვაჟი სამეფო ტრადიციებით ღირსეულად აღვზარდოთ და ამავდროულად უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ოჯახს მივცეთ სათანადო სივრცე, რათა შევძლოთ კონცენტრაცია ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელშიც ქველმოქმედება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს”.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი გასულ შობას სამეფო ოჯახთან ერთად არ შეხვედრია, მოგვიანებით კი წყვილი ვალდებულებისგან მცირე ხნით გათავისუფლდა და რამდენიმე დღე შვილთან ერთად კანადაში გაატარა. ეს განცხადება სწორედ მათი კანადიდან დაბრუნების შემდეგ გავრცელდა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განცხადების გაკეთებამდე კონსულტაცია სამეფო ოჯახის არცერთ წევრთან გაუვლიათ და ბუკინგემის სასახლე მათი გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია.“

სასახლის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი აცნობიერებენ პრინცისა და მისი მეუღლის სურვილის, უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე, თუმცა საკითხი გარკვეულ სირთულეებს შეიცავს, რის მოსაგვარებლადაც დროა საჭირო.

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რაზე თქვა უარი ამ გადაწყვეტილებით სამეფო წყვილმა.

ამიერიდან ისინი აღარ მიიღებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ფინანსურ მხარდაჭერას. აქამდე მათი ხარჯების 5%-ს ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებდა, დანარჩენ 95%-ს კი პრინც ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი პირადი ქონებიდან.

ეს გადაწყვეტილება ჰარის და მეგანს საშუალებას მისცეს, რომ ანაზღაურებადი სამსახურით გამოიმუშავონ ფული, რაც მანამდე არ შეეძლოთ.

“მათთვის ძვირფასია შესაძლებლობა, რომ პროფესიული უნარებით შემოსავლების მიღება შეძლონ, რაც ამჟამინდელი სამეფო სტრუქტურით აკრძალული ჰქონდათ. ამის გამო მათ გადაწყვიტეს გახდნენ სამეფო ოჯახის ისეთი წევრები, რომლებიც ფინანსურად დამოუკიდებლები იქნებიან”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

საიტზე ხასგასმით არის აღნიშნულია აგრეთვე ის, ამბობენ თუ არა ამით პრინცი და მისი მეღლე უარს ისინი სამეფო ოჯახის წევრობაზე ? არა — როგორც მათ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი კვლავ გააგრძელებენ სამეფო ვალდებულებების შესრულებასა და დედოფლის მხარდაჭერას:

“სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ღრმად სწამთ მონარქიის მნიშვნელობისა და მათი ერთგულება დედოფლის მიმართ შეურყეველია”.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ. მათ 2019 წლის მაისში ვაჟი – არჩი შეეძინათ.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...