მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხაჯიმბა გადადექი! სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს

ხაჯიმბა გადადექი! სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს

Published on

სოხუმში, ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ისმის შეძახილები ხაჯიმბა, გადადექი!”

აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა.

აფხაზური მედია იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის დაპირიპირებაც მოხდა. ხელჩართული ბრძოლა სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ამ ეტაპზე დასრულდა იმით, რომ ვესტიბიულში შეჭრილი ოპოზიციის მხარდამჭერები გარეთ გამოაძევეს.

დღეს დილით ე.წ. აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატის, არჩევნებში დამარცხებული ალხას კვიწინიას საკასაციო საჩივრის გაარსებითი განხილვა , კვიწინია ასაჩივრებს უზენაესი სასამართლოს 1919 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას და მოითხოვს უკანონოდ იქნას ცნობლი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შესახებ, რამდეადაც ის და მისი მოხრეები თვლიან, რომ ეს შედეგები გაყალბებულ იქნა ხაჯიმბას სასარგებლოდ.

რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 6 იანვარს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის ,,ედინაია აბხაზიამ” და ,,ამცახარამ” გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც თავიანთ მხარდანჭერებს და ყველას, ,,ვისთვისაც არ არის სულერთი სამშობლოს ბედი” მოუწოდეს უზენაესი სასამართლოს ენობის მიმდებარე მოედანზე შეკრებისაკენ .

მიმართვაში ნათქვამია: აფხაზეთის მოქალაქენო! დადაგა დრო დავდგეთ ჩვენი სამშობლოს და იმ მონაპოვრების დასაცავად, რომელიც პატრიოტეს სისხლისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდათ – ჩვენი ქვეყანა მოქმედი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის გამო ცუდად მართულ ტერიტორიად გადაიქცა. დღევანდელმა რეჟიმმა წარმოშვა კონსტიტუციური ქაოსი და კრიმინალის გაბატონება ქვეყანაში , ხალხი დაუცველია, სამართალდამცავი რგანოები ხაჯიმბამ თავის პირად გვარდიად აქცია. იხსნება მხოლოდ ის საქმეები , რომელნიც არ აზიანებენ ხელისუფლების იმიჯს, ხოლო სერიოზული სახელმწიფო დანაშაულობანი იჩქმალება და გამოუძიებელი რჩება” – ნათქვამია ოპოზიციურ ძალთა მიმართვაში

ცნობისათვის – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ალხას კვიცინიამ 46.19%.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...