ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია – ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს, მაგრამ ირანმა ბირთვულ ამბიციებზე უარი უნდა თქვას

0
550

შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა პრესკონფერენცია გამართა. მის გამოსვლას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.მიმდინარე დაძაბულ მომენტში და პრეზიდენტის საპასუხისმგებლო განცხადების უდიდესი მნიშვნელობა დადასტურდა თუნდაც იმით, რომ პრესკონფერენცია 25 წუთის დაგვიანებით დაიწყო და მსფლიო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ტრამპის სიტყვის ტექსტმა ამ დროის მანძიზე ორჯერ განიცადა ცვლილება. დაგვიანებაც ამით აიხსნება

ირანმა ბირთვული ამბიციები უნდა შეწყვიტოს და ტერორიზმის დახმარება დაასრულოს, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ირანმა მტრული დამოკიდებულება 2015 წელს „სულელური“ ბირთვული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააძლიერა.

„მტრობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 2015 წელს სულელურ ირანულ ბირთვულ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მას 150 მილიარდი დოლარი მისცეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, 1,8 მილიარდ დოლარ ნაღდ ფულზე. აშშ-სთვის მადლობის თქმის ნაცვლად, ისინი სკანდირებენ “სიკვდილი ამერიკას“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ირანი ამ ფულით ტერორიზმს აფინანსებდა და იემენში, სირიაში, ლიბანში, ავღანეთსა და ერაყში „ჯოჯოხეთი შექმნა“.

„რაკეტებისთვის, რომელიც წუხელ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს დაგვიშინეს, იმ თანხით გადაიხადეს, რომელიც წინა ადმინისტრაციამ გახადა ხელმისაწვდომი”,- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ამერიკულ სამხედრო ბაზებს ირანის „წუხანდელი შეტევის დროს“ მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზეც ისაუბრა:

„ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც ათასობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში. ამასთანავე ის ახალ თავდასხმებსაც გეგმავდა, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ“.

გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით აშშ-სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰეზბოლას. ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც. ის უახლოეს მომავალში ბაღდადში ამერიკელებზე თავდასხმას გეგმავდა. მას ხელები ჰქონდა გასვრილი როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. ის დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა. მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს“,- განაცხადა ტრამპმა.

„ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლებელია, თუკი ირანი ძალადობის გაღვივებას განაგრძობს“, – აღნიშნა ტრამპმა. „მოვიდა დრო, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა აღიაროს რეალობა და ირანის ბირთვული შეთანხმების ნაშთებს თავი დააღწიონ. ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და ჩინეთს 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების დატოვებისკენ მოუწოდა.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ ირანთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს უფრო დაცულ და მშვიდობიან ადგილად აქცევს. ასევე ისეთ შეთანხმებას, რომელიც ირანს წარმატებასა და განვითარებას მოუტანს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ირანს შეუძლია დიდებული ქვეყანა გახდეს.

დონალდ ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ამასთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო ძლიერებას გაუსვა ხაზი. ამერიკა ძლიერია და ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია. ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ჩვენ ასევე ათობით ათასი “ისლამური სახელმწიფოს” წევრი მოვკალით“

ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ირანის აგრესიის საპასუხო ვარიანტების შეფასებას, აშშ ირანულ რეჟიმს დამატებით სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუყოვნებლივ დაუწესებს,

ტრამპის თქმით, სანქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ირანი ქცევას არ შეცვლის.

„ირანი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ.

„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და მშვიდობიანს გახდის“, – განაცხადა ტრამპმა.

წინა სტატიათეირანთან მომხდარ ავიაკატასტროფას ფერეიდნელი ქართველი გოგონა პუნე გურჯი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ
შემდეგი სტატიამთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური