მთავარისიახლეებიმსოფლიორატომ წაშალა ირანში უკრაინის საელჩომ ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ...

რატომ წაშალა ირანში უკრაინის საელჩომ ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის თვითმფრინავმა კატასტროფა ტექნიკური მიზეზების გამო განიცადა?

Published on

ირანში უკრაინის საელჩომ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა ტექნიკური მიზეზების გამო განიცადა, განცხადება წაშალა და დააზუსტა, რომ ინფორმაცია დადასტურებული არ ყოფილა. მათი ცნობით, მიმდინარეობს ტრაგედიის მიზეზების დადგენა.

„კომისიის მიერ მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების დადგენა. ნებისმიერი განცხადება, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებამდე იქნა გავრცელებული, არ არის დადასტურებული“,-წერია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხომალდი, რომელიც თეირანი-კიევის ფრენას ახორციელებდა, აგებული იყო 2016 წელს. მათივე ცნობით, მგზავრების ზუსტი ციფრი, ამ დრომდე დადგენილი არ არის.

განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გამოირიცხება, რომ თვითმფრინავზე ტერორისტული შეტევა ან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა – 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...