მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიჭი ტყეში გაყინული იპოვეს. ,,იქვე ცხოვრობს, უწყინარი ბიჭი იყო, ხელს ვინ მოჰკიდებდა?...

ბიჭი ტყეში გაყინული იპოვეს. ,,იქვე ცხოვრობს, უწყინარი ბიჭი იყო, ხელს ვინ მოჰკიდებდა? როგორც ჩანს, ტრაგიკული შემთხვევა იყო”- ამბობენ მეზობლები

Published on

ახალქალაქის ტყეში გუშინ, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.

მამაკაცის გარდაცვალებას მისი მეზობლები ტრაგიკულ შემთხვევას უწოდებენ.

“ტაძარში მიდიოდა, ან თავის დასთან. იქვე ცხოვრობს, ტყესთან ახლოს. კარგი, უწყინარი ბიჭი იყო, ხელს ვინ მოჰკიდებდა? მთაზე ნახეს მკვდარი. პრობლემები არ ჰქონდა, ეს ტრაგიკული შემთხვევა იყო,”- ამბობს გარდაცვლილის მეზობელი რობერტ ოლიკიანი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმობს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა გაიყინა.

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის"...

გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე...

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....