მთავარისიახლეებისამართალიმოკლული ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ მეორე სპეცრაზმელს, რომელსაც ისინი მკვლელობაში ადანაშაულებენ, შს...

მოკლული ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ მეორე სპეცრაზმელს, რომელსაც ისინი მკვლელობაში ადანაშაულებენ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მფარველობს

Published on

24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმის მძიმე გაგრძელება – სპრცრაზმელების მიერ წამებით მოკლული ბიჭის ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს.

წურწუმიების თქმით, მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, მათთან შსს-ს თანამშრომელი მივიდა და ერთგვარად უკმაყოფილება გამოთქვა, რომ წურწუმიებმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უამბეს.

მოკლული ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ ერთი სავარაუდო მკვლელი დაკავებულია, მაგრამ მეორე სპეცრაზმელს, რომელსაც ისინი მკვლელობაში ადანაშაულებენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მფარველობს:

“გომელაური მფარველობსო ამბობენ…. ჟურნალისტები რატომ გამოიზახეთო, მითხრა პოლიციის თანამშრომელმა. პოლიციაში არც კი შემიშვეს. მისაყვედურეს ჩემს მეორე ძმიშვილთა მედიის წარმომადგენლები რომ მივიყვანე”- აცხადებს მოკლული ბიჭის ბიძა.

მისივე თქმით, დაკავებული სპეცრაზმელი, რომელსაც გამოძიება განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავება და არა მკვლელობას, ჩვენებაში ამბობს, რომ შემთხვევისას ის მარტო იყო.

“ორნი იყვნენ, ჩემი ძმიშვილი აცხადებს, რომ ორნი ურტყამდნენ”- აცხადებს მოკლულის ბიძა.

ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ბედობის ღამეს აწამეს. მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი. ოჯახის ინფორმაციით, ორმა სპეცრაზმელმა 24 წლის მამაკაცი ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში ყინვაში მიატოვეს. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. მისი თქმით, მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი, ნაცემმა მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმია კი სპეცრაზმელების ხელში აღმოჩნდდა.

მუხრან წურწუმია ყვება, რომ მან მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მურადმა გაქცევა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...