მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეიწყალა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, დღეს...

შეიწყალა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, დღეს გახდება ცნობილი

Published on

შეიწყალა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს გახდება ცნობილი.

პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი 12:00-ზე გაიმართება. მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს საშობაოდ პირველად გამოსცემს. 

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. ამ დრომდე უცნობია, შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი. დასმულ კითხვებზე სალომე ზურაბიშვილი დასაფიქრებელ დროს ითხოვდა და უკვირდა – “რატომ არის ასეთი აქცენტი და მხოლოდ მამალაძეზე არის გაუთავებლად საუბარი”. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...