მთავარიUncategorizedსახალხო დამცველი: სამწუხაროდ, მამალაძის საქმის სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა

სახალხო დამცველი: სამწუხაროდ, მამალაძის საქმის სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა

Published on


საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილ არსებით ხარვეზებს, რასაც ეფუძნებოდა სახალხო დამცველის მიერ მის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში  დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოცემული საქმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მიანიშნებდნენ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რა ვერსიაც გამოძებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა.

როგორც გამოძიების, ისე – დახურული სასამართლო პროცესის სრულყოფილი შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მონიტორინგის  ანგარიში, სადაც მითითებულია გამოძიების ეტაპზე დაშვებული ისეთ საპროცესო ხარვეზებზე, რომლებიც სასამართლო განხილვის დროს არ გამოსწორდა და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პროცესის საბოლოო შედეგზე, კერძოდ: სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევამ ხელი შეუწყო ბრალდებულის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის გაჩენას განაჩენის გამოტანამდე·

ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება და პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და არათანაბარ პირობებში აყენებდა დაცვის მხარეს· მხარეთა თანასწორობის დარღვევა კიდევ უფრო საგრძნობი ხდებოდა ბრალდების მხარის მიერ მისთვის სასარგებლო მტკიცებულებების განგრძობადი გასაჯაროების ფონზე· საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს საქმის მთავარი ნეიტრალური მტკიცებულების – აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება·

პროკურატურის მოქმედებების შედეგად, დაცვის მხარისთვის შეუძლებელი გახდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარებაამ და სხვა საგულისხმო ხარვეზების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო საკმარისად დასაბუთებული, მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე იქნა გადატანილი და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყდა

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში, მათ შორის, შეწყალების კომისიის წევრობის დროს, მხარს უჭერდა გიორგი მამალაძის შეწყალებას. შეწყალების კომისიის გაუქმების შემდგომ სახალხო დამცველი პრეზიდენტს მოუწოდებდა, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი განხილულიყო შესაბამისი პროცედურების დამტკიცებისთანავე

სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...