მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ დარბოდა სულ მიხეილ სააკაშვილი? - ,,გუდაურში 5 დღეა წყალი არ...

რატომ დარბოდა სულ მიხეილ სააკაშვილი? – ,,გუდაურში 5 დღეა წყალი არ არის, ესენი ქეიფობენ-მე გავიქცეოდი და 1 საათში გავაკეთებდი ყველაფერს”

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუდაურისა და ბაკურიანის საკურორტო ზონებში წყალმომარაგების შეწყვეტას ეხმიანება:

“გუდაურში 5 დღეა  წყალი არ არის და ესენი ქეიფობენ, მცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად 1 საათში. არადა ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, არამედ ჩვენი პერსპექტივები კურორტებისთვის.

ბაკურიანში წყალი თითქმის არავის აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში, რომელსაც დღეს 6 იანვარს facebook-ში აქვეყნებს.

გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას უფრო ვრცლად:

,,საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები თითოეული ქართველის სიმდიდრის პოტენციური წყაროა.
გუდაურში ხუთი დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში, ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ერთ საათში.


არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის.


ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი.


გაჩერდა ის პროექტები რომლებიც მე დავიწყე სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე მაგარი ევროპაში როგორც მინიმუმ!


უზარმაზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროები ჩამოვიტანეთ. გააჩერეს გზებიც, გააჩერეს ყველაფერი კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო.


არადა, სადაც არის მთის კურორტი იქ შეუძლებელია ხალხი იყოს ღარიბი. არც სვანეთში არც მაღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება, არც გუდაურში, არც ბაკურიანში, ყველგან სადაც არის სათხილამურო ტრასები ყველგან ხალხს აქვს მაღალი შემოსავლები და ხალხი მდიდრდება!


ჩემი გათვლებით, 2019-ისთვის 2012-თან შედარებით უნდა რვაჯერ გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობა. აქ ძალიან ცოტა ზრდა არის. ეს ყველაფერი პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ივანიშვილს, რომელმაც პირადი ბოღმის და სიხარბის გამო უნდა ფასი დაუგდოს ამ კურორტებს და მერე ყველა ჩაიდოს ჯიბეში. სასწრაფოდ არის ყველაფერი შესაცვლელი და ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ვკარგავთ შემოსავლებს და ვკარგავთ პერსპექტივას, ლამის ბოლო შემოსავლის წყაროს ვკარგავთ ჩვენი ეკონომიკისთვის. ”

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის"...

გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე...

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....