ითვალთმაქცა საპატრიარქომ, ითვალთმაქცა ივანიშვილმა და ითვალთმაქცა ზურაბიშვილმა, რომელმაც სამ წუთში მოასწრო ხუთი კრეტინობის თქმა –

0
425

ოპოზიცია ეხმაურება ზურაბიშვილის უარს შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე.

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია:   ,,ითვალთმაქცა საპატრიარქომ, ითვალთმაქცა ზურაბიშვილმა და ვინ, თუ არა ივანიშვილმა. ეს ყველაზე რბილი შეფასებაა, რასაც ადრე თუ გვიან ნათელი მოეფინება. უბრალოდ საწყენია, როცა საპატრიარქოც კი ტყუილებშია ჩაფლული, რისი უნდა ირწმუნოს ადამიანმა?! ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული ივანიშვილთან და ზურაბიშვილმა გააკეთა ის, რაც გააკეთა.

არაუშავს, გაუძლებს ის ადამიანი ციხეში, როცა იქნება გამოვა და ბევრ საკითხზე ისაუბრებს. უბრალოდ, მორალური უფლება საიდან აქვს ზურაბიშვილს, ისაუბროს მამალაძის რაღაც კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილებაზე,როცა პოლიციელის მკვლელი ჰყავს შეწყალებული. 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი: ,,სამ წუთში მოასწრო ხუთი კრეტინობის თქმა. მან თქვა, რომ განუყოფელია საქართველოს სახელმწიფო და ეკლესია. გაყოფილია ბატონო, ეს წერია კონსტიტუციაში და წაიკითხოს სჯობს. თქვა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფა არის სახელმწიფოზე შეტევა, ასევე მან პოლიტიკურ წრეებს და სასულიერო პირებს, რომლებიც მამალაძის შეწყალებაზე საუბრობდნენ, გადააბრალა მისი ვერმიღებული გადაწყვეტილება. სრულიად ზედმეტი იყო რომის პაპის და ტეტორისტ ტაკჯას გახსენება. შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას აპირებდაო, თქვა სასამართლომ, რა შუაშია აქ პატრიარქი?!

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა: ვფიქრობ, რომ მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა ფუჭი იყო. ზურაბიშვილი შეიწყალებს პოლიციელების მკვლელებს, ბარიგებს და ყველა უბედურს, მაგრამ, იქ სადაც საზოგადოებრივი მოლოდინია, ის ამას არ იზამდა, იმიტომ, რომ ის არაა პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, ისაა ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთერთი რგოლი.

სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება. სამარცხვინოა მთლიანად, რაც ხდება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. პილატეს პოზიციაა საპატრიარქოს პოზიციაც, იმიტომ, რომ როცა საპატრიარქოს რაღაც უნდა, ჩვენ გვინახავს მათი დაჯინებული თხოვნა. ის პოზიცია, რაც საპატრიარქომ დაიჭირა, უბრალოდ ხელები დაიბანა, როგორც პილატემ და გადააბარა სამოქალაქო ხელისუფლებას, ჩაუგდო ჯალათებს, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებდა. ამით კიდევ ერთხელ გაფორმდა ის მეგა ტყუილი მეორე ტურის, რომ თითქოს ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ. ესაა ივანიშვილის მარიონეტი.

წინა სტატია“თუ ლავროვი ჩამოვა, გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება – პასუხს აგებს საქართველოს ხელისუფლება”
შემდეგი სტატიასანდრა ელისაბედ რულოვსი შობას ულოცავს საქართველოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური