მთავარისიახლეებიმსოფლიოირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე დღეს ნატო-ს ელჩები საგანგებო სხდომას გამართავენ

ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე დღეს ნატო-ს ელჩები საგანგებო სხდომას გამართავენ

Published on

დღეს ნატო-ს ელჩები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. უფრო კონკრეტულად კი, შეხვედრაზე ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწვევით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც „ძალიან სწრაფად და ძლიერად გაანადგურებს“.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...