მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარე მოვაჭრეები, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის წინ ვაჭრობაზე, დედაენის ბაღში...

გარე მოვაჭრეები, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის წინ ვაჭრობაზე, დედაენის ბაღში შეიკრიბნენ

Published on

გარე მოვაჭრეები, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნით პარლამენტის წინ გადასვლაზე უარს ამბობენ, “დედაენის ბაღში” შეიკრიბენ და საკუთარი პროდუქცია მიიტანეს.

ამ მოვაჭრეებს თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანი ძალით დაატოვებინა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი ნაწილი დააშინა და 50 ლარით დააჯარიმა. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად “დედაენის ბაღში” იმყოფებიან, აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც 20 ივნისის მოვლენები განვითარდა და სადაც ხელისუფლებამ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი ძალის გამოყენებით აიღო, ისინი ვაჭრობას არ აპირებენ.

ბაღში სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც Flea Market-ის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარე მოვაჭრეებს, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის წინ სავაჭროდ გამოსვლაზე.

მათივე თქმით Flea Market-იდან მიღებული თანხა, გარე მოვაჭრეებს გადაეცემათ.

“გარე მოვაჭრეების გარდა, აქ დადგებიან სტარტაპერები, მოიტანენ თავიანთ ნივთებს გასაყიდად, მათივე სურვილზე იქნება, შემოსული თანხის რა ნაწილს გადასცემენ ქალბატონებს, რომლებიც რეალურად ყოველდღიურად გვაძლევენ სამოქალაქო გმირობის მაგალითს. ჩვენც მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა ოჯახებიდან წამოვიღეთ რაღაცები, გავყიდით და ეს თანხაც ბუნებრივია, გადაეცემათ გარე მოვაჭრეებს”, – განაცხადა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.

,,გარემოვაჭრეები საკუთარ ოჯახებს საახალწლოდ გაყიდული ნივთების შემოსავლით არჩენენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ ადამიანებმა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს.

აუცილებელია, მათ ვანახოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ”, – აცხადებს მოძრაობა ,,სირცხვილია”

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...