ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 59 წლის ქალი გარდაიცვალა

0
486

ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა.

ქალი საცხობში მუშაობდა, სადაც დღეს გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზამთრის დადგომასთან ერთად, გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

მორიგ დაუდევრობას გუშინ, ქუთაისში 21 წლის გოგო ემსხვერპლა. ის ბინაში გაგუდული იპოვეს.

გურჯაანში ბუნებრივი აირით მოიწამლა მამა-შვილი. მძიმე მდგომარეობის გამო, ორივე თბილისშია გადმოიყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტები მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

გაზგამანაწილებელი კომპანიები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და გაზის მოწყობილობების შემოწმებისკენ მოუწოდებენ.

მათივე განცხადებით, პრევენციისთვის გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ ხდება, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა ბინები დაკეტილია და სპეციალისტები შესვლას შემოწმების მიზნით ვერ ახერხებენ.

წინა სტატიაერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილებული არიან – საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიაწვიმა და თოვლჭყაპი საქართველოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური