მთავარისიახლეებიმსოფლიო„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- აცხადებს ავსტრალიის სახანძრო სამსახური

„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- აცხადებს ავსტრალიის სახანძრო სამსახური

Published on

ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიის დატოვებას აღარ შეეცადონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებენ, – ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- ნათქვამია სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, მეხანძრეებს ხანძართან გამკლავებაში 3000 ჯარისკაცი დაეხმარება. გარდა ამისა, ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდი ჩაერთო.

ავსტრალიაში მასობრივი ხანძრის გამო ორი შტატიდან, ახალი სამხრეთ უელსიდან და ვიქტორიადან ათასობით ადამიანის ევაკუირება მოხდა. 

ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

აღმოსავლეთ ავსტრალიაში მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია, რაც ხანძართან ბრძოლას ართულებს.

სექტემბრის შემდეგ ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 1 200-მეტი სახლი განადგურდა. 

მხოლოდ ამ კვირაში უკვე 21 ადამიანია დაკარგული.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5.25 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...