მთავარისიახლეებიკულტურა„შინდისი“ სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები

„შინდისი“ სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები

Published on

სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 15-25 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ იქნება ნაჩვენები. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, „შინდისის“ ჩვენებები სანტა ბარბარაში 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება.

“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ჩატარდება. წლების განმავლობაში იგი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი წამყვანი კინოღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 95 000 სტუმარს და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას. წელს სანტა ბარბარას კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ბრედ პიტი, ლაურა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი და რენე ზელვეგერი.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...