ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბანაკში პრო-ირანული ძალების რამდენიმე წევრი მოკლეს

0
488

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გავლენიანი ირანელი გენერალი, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ყასემ სოლეიმანის გაანადგურეს, აშშ-ის ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბანაკ ტაჯიში პრო-ირანული ძალების რამდენიმე წევრი მოკლეს. საჰაერო თავდასხმა მიზნად ისახავდა პრო-ირანული შიიტური სამხედრო დაჯგუფების, ერაყის სახალო მობილიზაციის ძალების მეთაურზე თავდასხმას.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, თუმცა სამიზნე პირს არ ასახელებს.

დაჯგუფების წევრების სამი მანქანიდან ორი დამწვარი ნახეს, სადაც 6 პირის დამწვარი გვამი იყო. დაშავებულია 3 პირი.

საჰაერო თავდასხმა ადგილობრივი დროით 1:12 საათზე მოხდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოლეიმანი დიდი ხნის წინ უნდა გაენადგურებინათ.

ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამინეომ თქვა, რომ მათ, ვინც სოლეიმანის სისხლში გაისვარეს ხელები საშინელი შურისძიება ელოდებოდათ.

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს აგზავნის. მაისიდან, მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ვითარება სულ უფრო დაიძაბა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე დამატებით 14 000 ჯარისკაცი გააგზავნა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში აშშ-მა პრო-ირანული ძალების ერაყის სამ სამხედრო ლიდერს ერაყელი მომიტინგეების მოკვლისა და ძალადობისთვის სანქციები დაუწესა. მათ შორის იყო პრო-ირანული სახალო მობილიზების ძალების უფროსი ჰუსეინ ფალიჰ ალ-ლამიც, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა.

2003 წლიდან პრო-ირანულ სამხედრო დაჯგუფებებს და პოლიტიკოსებს დიდი გავლენა აქვთ ერაყის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ერაყელი მომიტინგეები მათ კორუფციული საქმიანობების გამო სიღარიბის არსებობასა და უმუშევრობაშიც ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ირანს ადანაშაულებენ.

წინა სტატია31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ალკოჰოლითა და კვების ინტოქსიკაციის გამო საქართველოში 1254 გამოძახება დაფიქსირდა
შემდეგი სტატია„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- აცხადებს ავსტრალიის სახანძრო სამსახური
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური