მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოში დეზინფორმატორი გვერდები მომავალშიც დაიბლოკება — DFRLab-ის ხელმძღვანელი

საქართველოში დეზინფორმატორი გვერდები მომავალშიც დაიბლოკება — DFRLab-ის ხელმძღვანელი

Published on

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ხელმძღვანელი გრაამ ბრუკი ეხმაურება Facebook-ის მიერ საქართველოში იმ 418 ანგარიშის  გაუქმებას, რომლებიც სოციალური ქსელების გიგანტის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ “კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში” და დაკავშირებულები არიან ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. 

წაშლილი ანგარიშების დიდ ნაწილს (261 ანგარიში) DFRLab-ც ამოწმებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ კვლევაში მითითებულია, რომ ყველა ეს გვერდი იყო ცალსახად პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური, ლაბორატორიამ ვერ შეძლო დაედგინა პირდაპირი კავშირი ამ გვერდებსა და ქართულ ოცნებას შორის. 

როგორც ბრუკი Twitter-ზე წერს, მას შემდეგ, მათ ხშირად ეკითხებოდნენ, რატომ განსხვავდებოდა Facebook-ისა და DFRLab-ის განცხადებები ერთმანეთისგან.

“ამ გვერდების შინაარსმა და ქცევამ DFRLab დაარწმუნა, რომ ეს გვერდები კოორდინირებულად მუშაობდნენ, აძლიერებდნენ ერთმანეთს და, დიდი ალბათობით, ერთისა და იმავე პიროვნებების მიერ იმართებოდნენ. ამ გვერდების შინაარსი ექსკლუზიურად პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური იყო. 

DFRLab ღია წყაროებზე დაყრდნობით იკვლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ისეთ მასალებს ვიყენებთ გამოძიების დროს, რაზე წვდომაც ჩვენს აუდიტორიასაც აქვს. არ არის გასაკვირი, რომ Facebook-ის გუნდს შეუძლია საკუთარ პლატფორმას უფრო სიღრმისეულად დააკვირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, Facebook-ის შეფასება ეჭვქვეშ დავაყენოთ,”- წერს ბრუკი Twitter-ზე. 

ბრუკის განცხადებით, ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გამოვლენაში განგრძობადი პროცესია და 2020 წელს ისინი დაკვირვებას გააგრძლებენ. 

“ეს საქართველოში მანიპულაციური ანგარიშების დახურვის პირველი შემთხვევა იყო, თუმცა დიდი ალბათობით, ბოლო არ იქნება,”- წერია განცხადებაში. 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...