მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი ახალ წელს გვილოცავს: ,,ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს და სწრაფ განვითარებას...

პრეზიდენტი სააკაშვილი ახალ წელს გვილოცავს: ,,ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს და სწრაფ განვითარებას – 2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო”

Published on

2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სააკაშვილის შეფასებით, 2019 წელს ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა არსებული გამოწვევები და მისი მოშორება დაიწყო.

„მინდა, მივულოცო საქართველოში მყოფ ყველა ჩვენს თანამემამულეს, მინდა მივულოცო იმ ქართველებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებული. მინდა საქართველოს ყველა მეგობარს მივულოცო.

2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო. ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა ის გამოწვევები, რაც გვაქვს და დაიწყო ამ საზიზღრობის მოშორება და თავისი სხეულიდან ჩამოფერთხვა.

ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახები არ იმსახურებენ იმ გაჭირვებას, რომელშიც ისინი ხელოვნურად აღმოაჩინეს. როდესაც ქუთაისის აეროპორტს ვხსნიდი, ჩემთვის ის იყო ევროპაში ფანჯარა, ევროპასთან ერთიანობის სიმბოლო. ახლა ის ისეთი უიმედობის სიმბოლოდ იქცა, როგორც თავის დროზე ყულევის მონათა ბაზარი იყო, საიდანაც ჩვენი ხალხი უცხოეთში გადიოდა იმისათვის, რომ უკან აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ.

ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს და სწრაფ განვითარებას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება. მიუხედავად დღევანდელი სიძნელეებისა, აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბანდას და აუცილებლად მოვიშორებთ მათ მიერ დამკვიდრებულ გაჭირვებას და უპერსპექტივობას.

ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო. ეს ბრძოლა ბოლომდე მივა. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მართალია სხვადასხვა ქვეყანაში ვართ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი სიყვარული და ამას ვერაფერი ვერ დაარღვევს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...