პარლამენტის შენობის წინ არსებულ საპროტრესტო კარვებს სამართალდამცველები შეესივნენ – ხელისუფლება აგონიაშია

0
472

პარლამენტის შენობის წინ არსებულ საპროტრესტო კარვებს სამართალდამცველები შეესივნენ და კარვებიდაშალეს. მათ მიყვნენ 112-ისა და “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლები, რომელნიც გაწმენდით სამუშაოებს შეუდგნენ.

.კარვების დაშლა სავარაუდოდ, საახალწლო ღონისძიებებს უკავშირდება.

პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია და მოძრაობა “სირცხვილიას” მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი ზუკა ბერძენიშვილი, რომელატსც სცადეს ხელი შეეშალათ კარვების აღებისა დაა მათ ადგილზე საახალწლო ატრაქციონების მოწყობისათვის.

ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია “თბილსერვის ჯგუფის” კუთვნილ დასუფთავების მანქანაზე ავიდა და იქიდან მიმართა მერიის წარმომადგენლებს ხელი აეღოთ ამ სამარცხვინო და უკანონო განზრახვაზე.თუმცა ამაოდ

ელენე ხოშტარიას თქმით, ბანერების დაშლით დღეს კანონი დაირღვა.

„მოიპარეს და წაიღეს ბანერი და მათ არ ესმით, რომ კანონისთვის, აზრის გამოხატვისთვის ყოველთვის წინააღმდეგობას მიიღებენ. დღეს ათი პოლიციელით და რკინის კონსტრუქციებით შეიძება მოგვერიონ, მაგრამ არ შევეგუებით მხდალი ადამიანების საქციელს, როდესაც იციან, რომ ახლა ახალი წელია და ხალხის ყურადღება სხვაგან არის,მოდიან და ასე ქურდბაცაცურად მიაქვთ. ეს არის აზრის გამოხატვა, მაგიდებზე და ბანერებზე კი არ არის. კანონი მეუბნება, რომ ბანერი აქ შეიძლება იდგეს და მე მინდა,რომ იდგეს. ადამიანებს,ჯგუფს საქართველოში უნდათ, რომ აქ იყოს ბანერი, ისინი მოდიან და იპარავენ.

სასაცილოა, რომ დასუფთავების სამსახური გამოუშვეს, პასუხსაც არ გვცემენ. პოლიციელები დააყენეს, მერამდენედ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა პოლიციელებს. ამ ფორმიანს ადამიანებს აგზავნიან იმისთვის, რომ დაარღვიონ კანონი. ხან წალამზე არბენინებენ და ახლა ნაგვის მანქანებით გაატანინეს აზრის გამოხატვის ინსტრუმენტები. აქ ამაზეა საუბარი, ბანერსაც ვიშოვით, მაგიდასაც ვიშოვით და კიდევ უფრო ბევრ ადგილას გამოვფენთ“,-განახადა მან მედიასთაბ საუბარში.

ელენე ხოშტარიამ დასძინა, რომ სამოქალაქპ აქტივისტებიამ ადგიპზე კვლავ გაშლიან კარვებს და არ დაუშვებენ კალძის ბატუგტების მოწყობას მაჩალიკაშვილის დაშლილი კარვის ადგილზე.  ელენე ხოშტარიას თქმით, მას თან აქვს კარვის გასაშლელად საჭირო ტენტი და ცდილობს უშუალოდ პარლამენტის წინ მოხვდეს.

ეს ყველაფერიპარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა, რასაც თან მოყვა დგან რამდენიმე ადამიანის დაკავება..

ამ დროისთვის უცნობია, მათი გაყვანა ტერიტორიიდან დაკავების მიზნით მოხდა, თუ სამართალდამცავებმა ისინი ტერიტორიიდან გაარიდეს.

პარლამენტის შენობის წინ ვახა მაჩალიკაშვილის, თორნიკე მამალაძისა და სხვა საპროტესტო დაშლილი კარვები სანაგვეზეა გადასროლილი და მათ ადგილზე დელფინებითა და ზვიგენებით მოხატული ბატუტებია გაშლილი

წინა სტატიაგარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთარგმნელი დავით წერედიანი
შემდეგი სტატიაამისთვის „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის – ნიკა მელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური