მთავარისიახლეებისამართალინიკა გვარამია გიორგი რურუას პროცესზე: მოსამართლე ჩახნაშვილი ბიძინა ივანიშვილის გასაბერი ზვიგენია

ნიკა გვარამია გიორგი რურუას პროცესზე: მოსამართლე ჩახნაშვილი ბიძინა ივანიშვილის გასაბერი ზვიგენია

Published on

ეს მოსამართლე კი არა, ბიძინა ივანიშვილის   გასაბერი ზვიგენია და მისი ადგილი პროცესზე არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით დაიხურა. პროცესის დახურვამდე, რურუას ადვოკატებმა სხდომის გასაშუქებლად „მთავარი არხის” დაშვებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„სრულიად სამართლიანი პროტესტი მოჰყვა მის სამარცხვინო, დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებას. დამსწრეები დარბაზიდან არ გამოდიან. ეს მოსამართლე არ შეიძლება იდგეს დარბაზში, მას ეტყობა როგორ აპირებს სასამართლო სხდომის გაგრძელებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის გასაბერი ზვიგენი და არა მოსამართლე,  ბიძინა ივანიშვილის  გასაბერი ზვიგენი და მისი ადგილი არ არის სასამართლო პროცესზე და მას ავიცილებთ. როგორ შეიძლება, როცა მოსამართლის მაგივრად გასაბერი ზვიგენი გვხვდება, ამან პროტესტი არ გამოიწვიოს?”, – განაცხადა გვარამიამ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...