მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძისთვის წუხელ ვახას კარვის ადგილზე დადგმული წყლის ატრაქციონი ...

კახი კალაძისთვის წუხელ ვახას კარვის ადგილზე დადგმული წყლის ატრაქციონი მიუღებელი აღმოჩდა და სასწრაფო წესით ცვლის… ვიზუალს. სხვა ყველაფერი რიგზეა?

Published on

სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში პარლამენტის წინ განთავსებულ ბატუტთან დაკავშირებით განუცხადეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობის გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

„სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიას თხოვნით მიმართა არაერთმა მცირე მეწარმემ, საშობაო სოფლებში მათ საკუთრებაში მქონე ატრაქციონების განთავსების შესახებ. მერიაში შემოსული განცხადებების ნაწილი დაკმაყოფილდა და მცირე მეწარმეებმა ორბელიანისა და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე დაამონტაჟეს ატრაქციონები. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ მიიღო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობის გადაწყვეტილება, მცირე მეწარმეთა დარჩენილ ნაწილს მიეცა პარლამენტის წინ ატრაქციონების დადგმის უფლება.

გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი. სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის,“ -აცხადენებენ დედაქალაქის მერიაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...