მთავარისიახლეებისამართალიგიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ხმაურია - „მონა ხარ!", „ბიძინას მონა ხარ", -...

გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ხმაურია – „მონა ხარ!”, „ბიძინას მონა ხარ”, – ამ სიტყვებით მიმართავენ დარბაზში მყოფები მოსამართლეს

Published on

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ხმაურია.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით სხდომა დაიხურა. აღნიშნულს დარბაზში მყოფთა მხრიდან სტვენა და ხმაური მოჰყვა.

„მონა ხარ!”, „ბიძინას მონა ხარ”, – ამ სიტყვებით მიმართავენ დარბაზში მყოფები მოსამართლეს.

გიორგი რურუას ახლობლები და მეგობრები აცხადებენ, რომ ისინი დარბაზს არ დატოვებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუა იმყოფება პატიმრობაში, არის ის, რომ ის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საოკუპაციო მოძრაობას და ანტისაოკუპაციო აქციებს.

მისივე თქმით, რურუა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

“გუშინდელი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუა იმყოფება პატიმრობაში, არის ის, რომ ის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საოკუპაციო მოძრაობას და ანტისაოკუპაციო აქციებს. ასევე, მან გადამწყვეტ მომენტში ფინანსური დახმარება გაუწია ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ არხს „მთავარს“. ეს არის ორადორი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუა დღეს იმყოფება პატიმრობაში. ის არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ასეთი აქტივიზმი და ოპოზიციური ტელევიზიის მხარდაჭერა ისჯება ჩვენს ქვეყანაში” – აღნიშნა ბოკუჩავამ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...