მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციურმა დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე – ოპოზიციურმა დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტზე მსჯელობდნენ, საკრებულოს ოპოზიციურმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიამ განაცხადა, რომ, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არ იქნება, არანაირ ბიუჯეტს აზრი არა აქვს. მან ენმ-ის ოფისის დარბევაზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მის დაგეგმვაში დაადანაშაულა. შელიას თქმით, სწორედ გიორგი შენგელიას კაბინეტში დაიგეგმა აქცია. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დეპუტატის სხდომის დატოვების მოტივად ბიუჯეტისთვის “წუნის არქონა” დაასახელა. უმრავლესობამ ბათლომე შელიას ბოქლომების შტურმი შეახსენა. ბათლომე შელიას თქმით, ბოიკოტის რეჟიმში არ იქნება მისი პარტია იანვრიდან, ის აპირებს თვითმმართველობის ყველა ნაბიჯი გააკონტროლოს.

მანამდე შენიშვნები ქონდა ბიუჯეტთან დაკავშირებით ენმ-ს წევრს პაატა ადამიას, მისი თქმით, ბიუჯეტის სახელფასო ფონდისთვის 14 მილიონ ნახევარია გამოყოფილი. მთლიანად, ააიპი და მერია ერთად 21 მილიონი ლარი. გამოდის, რომ ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებს ხმარდება. ადამიას გიორგი შენგელიამ განუმარტა, რომ  ეს არ არის სტანდარტული ბიზნესი, და რომ აქ ააიპ-ები მოსახლეობას აუცილებელ სერვისებს აწვდიან და მოგებაზე გათვლილი ბიუჯეტი ვერ იქნება.

2020 წლის ბიუჯეტი 41 მილიონ ლარს შეადგენს, რაც შარშანდელზე 6 მილიონი ლარით მეტია.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...