მთავარისიახლეებისაზოგადოებაცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაში მცირედი დადებითი დინამიკაა, უახლოეს დღეებში გადაწყდება სად მიგვყავს რეაბილიტაციისათვის...

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაში მცირედი დადებითი დინამიკაა, უახლოეს დღეებში გადაწყდება სად მიგვყავს რეაბილიტაციისათვის და როგორ – აცხადებს ანა ჯაბაური

Published on

რადიოლოგიური კვლევა, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, დინამიკა მცირედით თუმცა დადებითია. ისინი დიდი ალბათობით რეაბილიტაციის პროცესის საზღვარგარეთ ჩატარებაზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტულად რომელ ქვეყანაში მოხდება გამსახურდიას გადაყვანა – ჯერ უცნობია.

“მდგომარეობა სტაბილურია, არის მცირედი დადებითი დინამიკა, გადაყვანაზე მაინც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რომ გართულებები არ იქნება. უახლოეს დღეებში გადაწყდება სად მიგვყავს და როგორ,”- განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მართვით სუნთქვაზეა. ცოტნე გამსახურდიას დაზიანებები თავისა და ფილტვის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი 19 დეკემბერს ვერაზე მოხდა.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი, სასამართლომ 4 მათგანს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

სიახლეები

71 წლის გაგრელმა აზა ჩილაჩავამ, დაკავების შემდეგ მშრალი შიმშილობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების თქმით, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, პოლიციელებმა...

კახა ალშიბაია – “კანონიერი ქურდის” კრიმინალური და არაკრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები

31 ოქტომბერს საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე “სტაჟიანი” და უცვლელი “კანინიერი...

აფეთქებები და ხანძარი სარატოვში – სამიზნე ნავთობქარხანა იყო

რუსეთის ქალაქ სარატოვში მძლავრი აფეთქებების ხმა ისმოდა, ამას გარდა, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც...

ოკუპანტებმა სუმის ოლქს შეუტიეს: ნანგრევებქვეშ ადამიანებს ეძებენ

სუმის ოლქის დასახლებული პუნქტები უკრაინაში ოკუპანტთა სამიზნე გახდა: როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რუსეთიდან გაშვებული დრონებისა...