მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავარ არხს ახალი მეწილე ყავს - ტელეკომპანია საქართველოს დირექტორი ნიკოლოზ სისაური...

მთავარ არხს ახალი მეწილე ყავს – ტელეკომპანია საქართველოს დირექტორი ნიკოლოზ სისაური არხის 3%-იანი წილის მფლობელი გახდა

Published on

მთავარ არხს ახალი მეწილე ყავს. სექტემბერში გახსნილი ტელევიზიის ახალი თანამფლობელი ტელეკომპანია საქართველოს დირექტორი, ნიკოლოზ სისაურია. “საქართველოს” მფლობელები თავის მხრივ, ძმები ყარამანიშვილები არიან. 

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილების მიხედვით, ნიკოლოზ სისაური ტელევიზიის 3%-იანი წილის მფლობელი გახდა. წილი სისაურმა 3 ათას ლარად და საწესდებო კაპიტალში 300 ათასი ლარის ვალდებულებით შეიძინა. 

ამ დროისთვის მთავარ არხს 6 მეწილე ყავს, მათ შორის არიან გიორგი და ანა მარია რურუები 2,5%-2,5%, ნიკოლოზ სისაური – 3%, საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, კახაბერ ანჯაფარიძე – 39% და ნიკა გვარამია – 51%. 

თავდაპირველად მთავარი არხის 100%-იანი წილი მხოლოდ ნიკა გვარამიასა და კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდათ. საკონტროლო პაკეტს მაშინაც ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო ანჯაფარიძის საწყისი წილი 49%-ს შეადგენდა. 

წილის შემდგომი გასხვისებები უკლებლივ ყველა შემთხვევაში კახა ანჯაფარიძის საკუთრებიდან ხდებოდა.

სიახლეები

პაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო...

ბოლო 5 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 29 ადამიანი დააკავეს

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 5 დღეში რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მიზეზით...

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე "კახა ზუგდიდსკი" საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა  როგორც...

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს და მისი წარმომადგენლები,...