მთავარისიახლეებისაზოგადოებამერაბ ქვარაიას მედიაზე ირიბ ზეწოლაში ადანაშაულებენ

მერაბ ქვარაიას მედიაზე ირიბ ზეწოლაში ადანაშაულებენ

Published on

26 დეკემბერს, ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „რეალობის“ სტუმარმა, ინტერნეტგამოცემა ლაივპრესის ჟურნალისტმა ნინო თოლორაიამ მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ისაუბრა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა. ჟურნალისტის თქმით, ამ მხრივ, პრობლემა არსებობდა ადრეც და არსებობს ახლაც.

 “დღესაც  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული აგრესია ჩვენი მედიასაშუალების მიმართ. ჰგონიათ, რომ მათდამი კრიტიკა და ჩვენს მიერ გაშუქებული მასალები მათ პოლიტიკურ მოსაზრებას უნდა ემთხვეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივად ხდება პარტიული „იარლიყის“ მიკერება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. შემიძლია გავიხსენო გუშინდელი ფაქტი მაგალითად, ზუგდიდის მაჟორიტარულ დეპუტატის –  მერაბ ქვარაიას ბიუროს  კედელზე, კვირის განმავლობაში ხდება სხვადასხვა შინაარსის წარწერების მიწერა. ბუნებრივია ამას ვაშუქებთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა ადგილობრივი მედია. ამ საკითხთან დაკავშირებით არის გამოძიებაც დაწყებული და ჩვენ ბუნებრივია, ესეც გავაშუქეთ, ასევე ბიუროს პოზიციაც მოვისმინეთ. თუმცა, გუშინ, ბატონმა მერაბ ქვარაიამ ჩვენი სააგენტოს ჟურნალისტს უთხრა, რომ „თქვენ მარტო ამ ფაქტების გაშუქებით ხართ დაკავებული და მეტს არაფერს აკეთებთ?“.

იცით ,მაინც არის დისკომფორტი და ეს ზოგადად არის ირიბი მცდელობა მედიაზე ზეწოლის.

ჩვენ, ბუნებრივია ვართ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და გავაშუქებთ ნებისმიერ პოლიტიკოს და პარტიას თუ შეეხება მსგავსი პრობლემა იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის საჭიროება დადგება და ვერავისგან თითის ქნევას ნამდვილად ვერ ავიტანთ“- განაცხადა ნინო თოლორაიამ.

სიახლეები

71 წლის გაგრელმა აზა ჩილაჩავამ, დაკავების შემდეგ მშრალი შიმშილობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების თქმით, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, პოლიციელებმა...

კახა ალშიბაია – “კანონიერი ქურდის” კრიმინალური და არაკრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები

31 ოქტომბერს საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე “სტაჟიანი” და უცვლელი “კანინიერი...

აფეთქებები და ხანძარი სარატოვში – სამიზნე ნავთობქარხანა იყო

რუსეთის ქალაქ სარატოვში მძლავრი აფეთქებების ხმა ისმოდა, ამას გარდა, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც...

ოკუპანტებმა სუმის ოლქს შეუტიეს: ნანგრევებქვეშ ადამიანებს ეძებენ

სუმის ოლქის დასახლებული პუნქტები უკრაინაში ოკუპანტთა სამიზნე გახდა: როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რუსეთიდან გაშვებული დრონებისა...