მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემთვის არის სრული მოულოდნელობა და ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება - მერაბ ქვარაია...

ჩემთვის არის სრული მოულოდნელობა და ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება – მერაბ ქვარაია ლაივპრესის ჟურნალისტს პასუხობს

Published on

“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მოულოდნელი უწოდა ლაივპრესის ჟურნალისტის ნინო თოლორაიას მიერ მისმიმართ გამოთქმულ ბრალდებას, სადაც ჟურნალისტი დეპუტატს მედიაზე ირიბ ზეწოლაში ადანაშაულებს.

“ნებისმიერი ჟურნალისტის თუ თავისუფალი მედიის წარმომადგენლის მიმართ ყოველთვის მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ურთიერთობის მაღალი სტანდარტი და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ ეს სტანდარტი როდესმე თუნდაც მცირედით გასცდენოდა დასაშვებ ზღვარს. იგივე შემიძლია ვთქვა ლაივპრესის თანამშრომლებზეც, რომელთა მიმართაც წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა არა მარტო საქმიანი, არამედ ერთგვარი პიროვნული ურთიერთობა და პატივისცემა. ჩემთვის არის სრული მოულოდნელობა და ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება ნინოს ამ განცხადებაზე, რადგან ვერანაირად ვერ ვპოულობ ამის რეალურ საფუძველს. ნებისმიერ შემთხვევაში გულწრფელად ვწუხვარ და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა ერთი რამ, რომ ჩემი დამოკიდებულება მედიის წარმომადგენლების მიმართ ყოველთვის იყო და იქნება ისეთივე გახსნილი და განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტის, როგორც მანამდე” – განუცხადა “ოდიშინიუსს” მერაბ ქვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს, ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „რეალობის“ სტუმარმა, ინტერნეტგამოცემა ლაივპრესის ჟურნალისტმა ნინო თოლორაიამ მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ისაუბრა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა. ჟურნალისტის თქმით, ამ მხრივ, პრობლემა არსებობდა ადრეც და არსებობს ახლაც.

სიახლეები

71 წლის გაგრელმა აზა ჩილაჩავამ, დაკავების შემდეგ მშრალი შიმშილობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების თქმით, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, პოლიციელებმა...

კახა ალშიბაია – “კანონიერი ქურდის” კრიმინალური და არაკრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები

31 ოქტომბერს საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე “სტაჟიანი” და უცვლელი “კანინიერი...

აფეთქებები და ხანძარი სარატოვში – სამიზნე ნავთობქარხანა იყო

რუსეთის ქალაქ სარატოვში მძლავრი აფეთქებების ხმა ისმოდა, ამას გარდა, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც...

ოკუპანტებმა სუმის ოლქს შეუტიეს: ნანგრევებქვეშ ადამიანებს ეძებენ

სუმის ოლქის დასახლებული პუნქტები უკრაინაში ოკუპანტთა სამიზნე გახდა: როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რუსეთიდან გაშვებული დრონებისა...