მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა რუსთავი 2 -ის არსებობა და ინკასოს...

ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა რუსთავი 2 -ის არსებობა და ინკასოს სახით წინაპირობებს ამზადებს მისი გაკოტრებისთვის

Published on

ტელეკომპანიები ამ დღეში იმის გამო არიან, რომ ქვეყანამ თავისი რეგულაციებით დაანგრია სარეკლამო ბაზარი, ქვეყანა ჩამორჩენილი გახდა ეკონომიკური თვალსაზრისით და მარეგულირებელმა კომისიამ ვითომ ევროკავშირის სახელით გაკეთებული რეგულაციებით, საერთოდ ბოლო მოუღო ამ ყველაფერს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „კავკასიასთან“ გამართულ მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას აზრით,  ბიძინა ივანიშვილი წინაპირობას ამზადებს „რუსთავი 2“ – ის გასაკოტრებლად, რადგან „ტელეკომპანია „პირველის“ და „კავკასიის“ ვალები არ არის იმხელა, რომ მათ ამის გადახდა ვერ შეძლონ“.

„სიმართლე გითხრათ, მე ამ ფაქტს ვუკავშირებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმართულ აქციას. ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა ამ კომპანიის არსებობა და წინაპირობებს ამზადებს გაკოტრებისთვის. ტელეკომპანია „პირველის“ და „კავკასიის“ ვალები არ არის იმხელა, რომ მათ ამის გადახდა ვერ შეძლონ. გაურკვეველია, რატომ ითვლიან მიმდინარე დავალიანებად ბოლო 5 თვის დავალიანებას და რატომ არ ითვლიან ბოლო 2 წლის დავალიანებად, მაგალითად „იმედის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დავალიანებას.

ტელეკომპანიები ამ დღეში ჩავარდნილი არიან იმის გამო, რომ ქვეყანამ თავისი რეგულაციებით დაანგრია სარეკლამო ბაზარი, ქვეყანა ჩამორჩენილი გახდა ეკონომიკური თვალსაზრისით და მარეგულირებელმა კომისიამ ვითომ ევროკავშირის სახელით გაკეთებული რეგულაციებით, საერთოდ ბოლო მოუღო ამ ყველაფერს.

კეთილი ინებოს ხელოსუფლებამ, გაანულოს ყველა დავალიანება და გამოაცხადოს რამდენიმეწლიანი მორატორიუმი გადასახადებზე, რომ მედიამ ამოისუნთქოს და ბაზარი აღდგეს პირვანდელი მდგომარეობით.

თუ ასე არ მოხდა, საქართველოში იქნება ვითარება, როდესაც მხოლოდ ივანიშვილის დაფინანსებულ მედიას ექნება სრულფასოვნად მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...