მთავარისიახლეებისაზოგადოებარომის პაპი: რა პრობლემებიც უნდა იყოს ეკლესიაში, ქრისტეს სიყვარულზე უარის თქმას გამართლება...

რომის პაპი: რა პრობლემებიც უნდა იყოს ეკლესიაში, ქრისტეს სიყვარულზე უარის თქმას გამართლება არ აქვს

Published on

რომის პაპმა ფრანცისკემ შობის წინა დღეს მრევლს წმინდა პეტრეს ტაძრიდან მიმართა და მოუწოდა, რომ ეკლესიის სისუსტეებმა ქრისტეს სიყვარულზე უარი არ ათქმევინოთ.

„შობა გვახსენებს, რომ უფალი აგრძელებს ჩვენს სიყვარულს, ყველაზე ცუდი ჩვენგანის სიყვარულსაც კი. შესაძლოა ცდებოდეთ, ყველაფერი თავდაყირა დააყენოთ, მაგრამ ღმერთს მაინც უყვარხართ,“- განაცხადა პაპმა.

მან მინიშნება კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ რა პრობლემებიც უნდა იყოს ეკლესიაში, ქრისტეს სიყვარულზე უარის თქმას გამართლება არ აქვს.

„რაც უნდა სირთულეები გქონდეთ ცხოვრებაში, რაც უნდა პრობლემები იყოს ეკლესიაში, სამყაროში, ქრისტეს უწყინარ და უანგარო სიყვარულზე უარის თქმას გამართლება არ აქვს,“- განაცხადა პაპმა.


სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...